გორდონ რამსი წელიწადში გამოიმუშავებს 38 მილიონ დოლარს. მშობლებს ურჩევიათ თქვენთვის მზარეულობა?

სიას ლიდერობს გორდონ რამსი, რომელიც წელიწადში გამოიმუშავებს 38 მილიონ დოლარს. ეს თვეში 3 მილიონზე მეტია. გასაკვირიც არაფერია, თავისი საქმის პროფესიონალი გორდონი მსოფლიო მასშტაბით 23 ელიტარული რესტორნის მფლობელია. ის დიდ გასამრჯელოს იღებს ცნობილ ამერიკულ კულინარიულ გადაცემებში მხოლოდ ერთხელ გამოჩენისთვისაც.
მეორე პოზიციაზე ქალბატონია! 43 წლის რეიჩელ რეიმ 2008 წელს რესტორნების ქსელ “EVOO”-ს დახმარებით გაზარდა თავისი წლიური მოგება საწყისი $18 მილიონიდან $25 მილიონამდე. ვინ თქვა, რომ ქალებს დიდ ბიზნესში და კულინარიაში არაფერი ესაქმებათ? გაუთავებელი ლაპარაკი დღის გადაცემებში, 20 საავტორო კულინარიული წიგნი და მრავალი ჟურნალი. ამ შეფმზარეულ ქალბატონს ესმის, რომ დიდი თანხის მხოლოდ მარჯვე ხელებით გამომუშავება შეუძლებელია.
რეიტინგის მეოთხე პოზიციაც მანდილოსან პაულა დინს უკავია. ის ბევრს უიღბლო ქალბატონად მიაჩნდა, მაგრამ ფაქტია, დღეს პაულას სახლში ბეკონი მიაქვს. წლიური შემოსავალი $17 მილიონი და ეს მხოლოდ დასაწყისია, სპეციალურად დაბალკალორიული პროდუქციის გაყიდვითა და ახალი სატელევიზიო შოუთი მისი შემოსავალი ნამდვილად გაიზრდება, თუ მთლად უიღბლოც არ არის პაულა.
ესეც ტოპ-ათეული ყველაზე შემოსავლიანი შეფმზარეულებისა:
1. გორდონ რამსი, $38 მილიონი
2. რეიჩელ რეი, $25 მილიონი
3. ვოლფგანგ ფაქი, $20 მილიონი
4. პაულა დინი, $17 მილიონი
5. მარიო ბატალი, $13 მილიონი
6. ალან დუკასი, $12 მილიონი
7. ტოდ ინგლიში, $11 მილიონი
8. ნობუ მაცუჰისა, $10 მილიონი
9. ბობი ფლეი, $9 მილიონი
10. გაი ფიერი, $8 მილიონი
როგორ ვიკვებოთ სწორად?
როგორ ფიქრობთ, სწორად იკვებებით? სწორად კვება მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღებას გულისხმობს? გაეცანით დიეტოლოგთა რჩევებს, თუ როგორ ვიკვებოთ სწორად.
ჯანსაღი ცხოვრების სტილის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორად კვებაა. არ დაუჯეროთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ ჯანსაღი კვება – ეს მხოლოდ, ხილის, ბოსტნეულის, ხორცის და მეტი წყლის მიღებაა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ვიტამინებით გაჯერებული საკვების მიღება. მეცნიერების აზრით, ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია როგორ, როდის და რამდენს ვჭამთ.
როგორ?
კვების მანერის უგულებელყოფა ნამდვილად არ ღირს, რადგანაც მონელება იწყება პირის ღრუდან და არა კუჭიდან. ხანგრძლივად და ნელა ღეჭვა ეხმარება კუჭს მეტი საჭირო ნივთიერებები შეიწოვოს.
როდის?
დღის რა მონაკვეთში მიირთმევთ, დიდი გავლენა აქვს ჯანსაღ კვებაზე. გვიან ჭამა საზიანოა, რადგანაც ჩვენი კუჭი ძილის დროს სათანადოდ ვერ მუშაობს. საკვები მოუნელებელი რჩება და გარდაიქმნება ზედმეტ ცხიმებად. ამის საპირისპიროდ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ დილით ადრიანად ჭამა სასარგებლოა და ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით.
რამდენი?
ჯანსაღი პროდუქტიც კი – იქნება ეს ხილი, ბოსტნეული თუ ხორცეული, შესაძლოა დიდი რაოდენობით საზიანოც აღმოჩნდეს. ჩვენს ორგანიზმს მხოლოდ საჭირო ნივთიერებათა გარკვეული რაოდენობა სჭირდება, ზედმეტი რაოდენობა კი, პირიქით, საზიანოა.
დაიმახსოვრეთ, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია ყველა სახის პროდუქტი და არა მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღად მიჩნეული საკვები – ხილი და ბოსტნეული.
ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალანსებული კვებაა, რომლის შესახებაც საინტერესო რჩევებს შემდეგ სტატიაში გაგაცნობთ. ასევე იხილავთ დიეტოლოგების რჩევას, თუ როგორ უნდა შევავსოთ დღის რაციონი ისე, რომ ორგანიზმმა ყველა საჭირო ნივთიერება მიიღოს.
საოჯახო კაფე, რომელიც ძალიან მალე კარგად ნაცნობი და ასევე უცნობი კერძების უგემრიელეს ასორტიმენტს შემოგვთავაზებს.

უცოური რესტორნების მენიუდან "გადმოქართულებული", უფრო ზუსტად კი ქართულ გემოვნებაზე მორგებული სალათების ჯანსაღი არჩევანი;
ცხარე კერძების მოყვარულთათვის, პიკანტური სიახლეები;
ქართული, ტრადიციული სამზარეულო;
Comments
Post a Comment